იანვრიდან ინგლისის ნაკრებისა და ამერიკული ლოს ანჯელეს გალაქსის ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ითამაშებს მილანში. კარლო აჩელოტიმ განაცხადა რომ ბექჰემი მილანში "სასეირნოდ" და როგორც "ტურისტი" არ ჩამოვა, ის მილანის მაისურით ითამაშებს როგორც სერია ა-ში ასევე უეფას თასზეც. კარლიტომ განაცხადა: "მე მას არ ვინათხოვრებდი, მე მას ვიყიდდი. ის ჯერ კიდევ არის მაღალი კლასის ფეხბურთელი და მისი გამოყენება დიდხანს შეიძლება. ის არ იქნება ტურისტი".